ცხინვალში ჩვენი ექიმის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება - გია ვოლსკი

13:31 11-16-2019
10

ცხინვალში ჩვენი ექიმის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„უმრავლესობის რიგებში მყოფმა ექიმებმა ინიციატივა გამოიჩინეს და ცხინვალში ჩვენი ექიმის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება. სწორედ ამასთან დაკავშირებით, მოკლე მიმოხილვა იყო, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს, რათა ეს ადამიანი დავიხსნათ ოკუპანტების ხელიდან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.