გიორგი გახარია - „ქვე­ყა­ნას პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა ექ­ნე­ბა, რო­გორც გვაქვს ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში - 2024 წლი­დან“

13:28 11-16-2019
368

„ქვე­ყა­ნას პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა ექ­ნე­ბა, რო­გორც ეს გვაქვს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში - 2024 წლი­დან“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ოფის­ში გა­ნუ­ცხა­და. 

„ერთხელ უკვე ვთქვი და გა­ვი­მე­ო­რებ: პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა არის წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. ვთვლი, რომ პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა ხა­რის­ხობ­რი­ვად ცვლის პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რას ქვე­ყა­ნა­ში და ეს არის ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნ მი­ვი­ღეთ. ეს არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გვინ­დო­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, ასე­ვე ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ და­ნა­პი­რებს ჩვენ შე­ვას­რუ­ლებთ და ამ და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ჩვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გვი­დევს. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ სა­უ­ბა­რი იყო 2020 წელ­ზე, თუმ­ცა, ქვე­ყა­ნას პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა ექ­ნე­ბა, რო­გორც გვაქვს ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში - 2024 წლი­დან“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.