უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ სახელმწიფოს - გია ვოლსკი

13:25 11-16-2019
20

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გია ვოლსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა.

„გამოითქვა წუხული, საქმიანი და მეგობრულიც იმის გამო, რომ 12-მა ადამიანმა უმრავლესობა დატოვა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პროპორციულსა და შერეულ არჩევნების სისტემის საკითხზე მყარად ითქვა, რომ უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ, სახელმწიფოს სტაბილურობისათვის და განვითარებისათვის“, - თქვა ჟურნალისტებთან გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.