აქციაზე დაშავებულ ადამიანს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს

12:49 11-16-2019
51

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთი მონაწილე ჭყლეტაში მოჰყვა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რაც ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს.

„ქართული ოცნების“ ოფისთან ამ წუთებში აქცია იმართება. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პოლიციის კორდონი დაიძრა აქციის მონაწილეების მიმართულებით ისინი ცდილობენ, რომ გზა გაათავისუფლონ და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანონ. 

„ჩვენ გაგვისწორდნენ ფიზიკურად, აქციის მონაწილეების დაკავებას ცდილობენ, ცდილობენ, რომ გვცემონ, გაჭყლიტეს ადამიანები, ჰაერი აღარ გვყოფნის. ეს არის ივანიშვილის და გახარიას პირდაპირი ბრძანება, რომ ადამიანებს გაუსწორდნენ ფიზიკურად და არ მივიდნენ ამ შენობასთან, სადაც „ოცნების მონები იმყოფებიან - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე.