რომის პაპმა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები ჰიტლერს შეადარა

12:31 11-16-2019
329

პაპმა ფრანცისკემ სისხლის სამართლის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები მას ჰიტლერს აგონებენ.  ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მინდა გამოვტყდე, რომ როდესაც იმ ადამიანების გამოსვლას ვისმენ, რომლების წესრიგის შენარჩუნებასა და ქვეყნის მართვაზე არიან პასუხისმგებლები, 1934 და 1935 წლებში ჰიტლერის გამოსვლები მახსენდება. ებრაელების, ბოშების და ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დევნა დღეს სიძულვილისა და მკვლელობის კულტურას წარმოადგენს. ეს არის ის, რაც მაშინ ხდებოდა და დღესაც ხდება“, – განაცხადა პაპმა.