ბათუმში 30 წლის მამაკაცი საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი იპოვეს

11:30 11-16-2019
107

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ადგილზე მისულ ექიმებს 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა. რა გახდა სიმაღლიდან ვარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.