ყველა ჩვენთაგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები - ოქრუაშვილი აქციებს ეხმაურება

10:39 11-16-2019
298

„კვირას 17 ნოემბერს და არამარტო კვირას, ხანგრძლივად რამოდენიმე დღის განმავლობაში, ყველა ჩვენთაგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა“, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ Facebook-ზე წერს. 

„ივანიშვილის გუშინწინდელმა თაღლითობამ ყველას ჩვენ ქვეყნის მომავალი მოგვპარა. თუ ვინმე ოდნავ მაინც წუხს ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე, შვილების კეთილდღეობაზე, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულში მიაქანებს და ჩვენ ყველას არამარტო შეგვიძლია, არამედ მოვალეობაც გვაქვს ამას ხელი შევუშალოთ“ , - წერს ოქრუაშვილი.

მე შეგახსენებთ, რომ კვირას 17 ნოემბერს მასშტაბური აქცია იგეგმება რუსთაველის გამზირზე. პროტესტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.