ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს პარიზში შეხვდებიან

10:27 11-16-2019
18

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკი ერთმანეთს 9 დეკემბერს პარიზში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტების შეხვედრა პარიზში, „ნორმანდიული სამიტის“ ფარგლებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ასევე მიიღებენ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები. შეხვედრის მთავარი თემა აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი იქნება.

ნორმანდიულ ფორმატში უმაღლეს დონეზე ბოლო შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის 2016 წლის 19 ოქტომბერს შედგა.