Apple-მა ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებული ყველა აპლიკაცია წაშალა

10:24 11-16-2019
104

Apple-მა App Store-დან 181 აპლიკაცია წაშალა, რომელიც ვეიპერებისთვის (ის ვინც ელექტრონული სიგარეტს ეწევა) იყო განკუთვნილი. 

„ამ ბოლო დროს ექსპერტები ფილტვებთან დაკავშირებულ ბევრს დაავადებას ელექტრონულ სიგარეტს და ვეიპს უკავშირებს. ჩვენ შევცვალეთ პოლიტიკა და დღეიდან App Store-დან მასთან დაკავშირებულ აპლიკაციებს ვეღარ გადმოტვირთავს“, - აცხადებენ კომპანიაში. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

App Store-ში არასდროს ყოფილა აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელი იყო ელექტრონული სიგარეტისთვის განკუთვნილი ნივთების ყიდვა. საქმე ეხება პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებენ ვეიპს, თამაშებს და სხვა გასართობ აპლიკაციებს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ამერიკაში 42 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ფილტვებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია, რომელიც თავის მხრივ ელექტრონულმა სიგარეტებმა გამოიწვია. 

ყველა დაშავებულს და დაღუპულს ფილტვებში E ვიტამინის სინთეზური ფორმა უპოვეს. ამ ვიტამინებს ყველა ვეიპში იყენებენ.