რუსთავის იმ სკოლაში, სადაც მასწავლებელი კიბიდან დააგორეს, ახალი საჩივრით პოლიციას ისევ მიმართეს

10:12 11-16-2019
2428

რუსთავის, #5 საჯარო სკოლის, მე-6 კლასელ მოსწავლეს, რომელსაც მასწავლებელი კიბეებიდან დაგორებაში ადანაშაულებდა, ახლა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, ნინო მაჭარაშვილი, ადევნებასა და თვალთვალში სდებს ბრალს.

დღეს დილით, საშინელი კაკუნი გავიგეთ, კინაღამ ჩამოიღეს კარი. მარის მეგობრები, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ, შეშინებულები იყვნენ ამოსულები - დედა-შვილი ქვემოთ გელოდებიანო. რომ ვეკითხები აქ რა გინდა-მეთქი, მპასუხობს, რომ ნათესავს ველოდებიო. ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად, ვიდეო მასალა, დასქრინული მაქვს მესიჯები, თუ როგორ ინტერესდებოდა ბავშვი, გუშინ ჩემი ზუსტი მისამართით., - აცხადებს ნინო მაჭარაშვილი.

მშობლის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართა და შემაკავებელი ორდერის შედგენა მოითხოვა, რადგან მისი და მისი შვილის უფლებები ირღვევა.

წყარო: ინფორუსთავი