ვასაძე - მთელი ის ცირკი „შაპიტო“ თავის ოცნებიან-ოპოზიციანად გასაშვებია პოლიტიკიდან

09:39 11-16-2019
492

გასულ კვირას საჯარო სივრცეში გარყვნილების პროპაგანდის გაუგონარი ქმედება შედგა, რომელსაც ქართული საზოგადოება და მართმადიდებელი ეკლესია წინ აღუდგა. სახელმწიფომ მას პოლიციის და სპეცრაზმების მეშვეობით დააძალა, - ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მან პოლიტიკოსები კომუნისტებს შეადარა, რადგან ვერის ბარში მისი იდეების მხარდასაჭერად არ მივიდნენ.

მისივე თქმით, პრობლემა არამხოლოდ მმართველ გუნდშია, არამედ პრობლემატურია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. რომლებიც არა სახალხო პოლიტიკური ოპოზიციაა, არამედ ანტისახალხო საკუთარი ინტერესებისთვის ბიძინასთან მებრძოლო ანტიოპოზიცია.

„მთელი ის ხალხი, რომელიც დიდის ამბით მოალაჯებდა ხელგადახველი რუსთაველზე იმ სამახსოვრო ფოტოში, ისეთივე დისკრედიტაციულია ხალხისათვის როგორც ბიძინას ოცნება, ამრიგად მთელი ის ცირკი შაპიტო თავის ოცნებიანოპოზიციანად გასაშვებია პოლიტიკიდან ერთხელ და სამუდამოდ. საერთოდ უნდა გაუქმდეს პოლიტიკური პარტიები, უნდა შემოიღონ მკაცრი კონტროლი ცილისწამებაზე, არა ინდივიდის არამედ ოჯახის ინტერესებზე დაყრდნობით, უნდა გაუქმდება ანტიდისკრიმინაციული კანონი, ნარკოვაშჭრობა, კაზინოები და აზარტული თამაშები, უკონტროლო იმიგრაცია, აბორტების პოლიტიკა. უნდა შემოიღონ მასმედიაში მკაცრი კონტროლი ცილისწამებაზე და ტრადიციის შეურაცხყოფაზე, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მოღვაწეობაზე და მათ მიზნებზე, - აცხადებს ვასაძე.