„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

09:00 11-16-2019
18

დღეს, 16 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. ხვალ, 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცე-სპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. 

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.