ვრცელდება კადრები, როგორ აკავებენ კიევში ქართველ „კანონიერ ქურდს“ „ლაშა ოჩამჩირსკის“ (ვიდეო)

00:42 11-16-2019
5696

უკრაინული მედია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ქართველი „კანონიერი ქურდის“, ლაშა ჯაჭვლიანის დაკავების კადრებს ავრცელებს.

კიევის ოპერატიული საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯაჭვლიანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებშია მხილებული.

უკრაინული მედია მას „ლაშა ოჩამჩირსკით“ მოიხსენიებს. 

„ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ჯაჭვლიანი კიევში კრიმინალური გავლენის დასაცავად ჩამოვიდა. 10 წლის წინ ის პირველად გადაეკვეთა კიევის სამართალდამცველებს, როდესაც 2009 წელს ორგანიზებული დანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა მოსამართლემ მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გაათავისუფლა. და ეს მაშინ, როცა ქართველი „კანონიერი ქურდის“ გადაცემას იტალია ითხოვდა, რომელსაც ჯაჭვლიანზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული“, - წერს უკრაინული მედია.

46 წლის ლაშა ჯაჭვლიანს კრიმინალურ წრეებში ლაშა „სვანის“ სახელით იცნობენ. ის „კანონიერ ქურდად“ 1995 წელს, 21 წლის ასაკში „მონათლეს“.

ამჟამად ჯაჭვლიანი კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი „კანონიერი ქურდი“ შესაძლოა საქართველოს გადასცენ, თუმცა ექსტრადაციის საკითზე ოფიციალურ უწყებებში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.