როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი ნაცნობი ფსიქოპატია

00:03 11-16-2019
262

ადამიანები ზოგჯერ აგრესიულად იქცევიან, თუმცა მაინც შესაძლებელია გავექცეთ ტრაგედიებს. ამისათვის საჭიროა დროუალდ მივხვდეთ, რომ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელია და ზოგჯერ სახიფათოც.

ამისათვის ფსიქოლოგებს უკვე გამოცდილი მეთოდები აქვთ. ე.წ. ფსიქოლოგიური მარკერები, რაც ზუსტად განსაზღვრავს ასეთ ადამიანებს.

ძალიან ძალიან კარგი ბიჭი!

ფსიქოპატები გიჟდებიან ყურადღების ცენტრში ყოფნაზე, მაგრამ ის ყველას უნდა მოსწონდეს. ხალხში ისინი არასდროს მოიქცევიან უცნაურად.

უპასუხისმგებლოები და საზრიანები

ფსიქოპატი ყოველთვის იღებს იმას, რაც მას უნდა. შემდეგ მოიტყუება, დაივიწყებს დანაპირებს, არ დააბრუნებს ვალს. სხვის მიმართ პასუხისმგებლობის გამოჩენა მისთვის არ არის საინტერესო.

სინანულის და თანაგრძნობის გარეშე

ფსიქოპატისთვის უცხოა ემოციები. მას არ შეუძლია თანაგრძნობა. სხვის დარდს ის მშვიდი სახით ხვდება და თითქმის არასდროს წამოუვა ცრემლი, თუნდაც ჩემად. 

მძაფრ შთაბეჭდილებებზე დამოკიდებულება

ემოციების ნაკლებობას კომპენსაციას უწევს ექსტრემი. ცეკვები, სპორტი, დებოში - მნიშვნელოვანია აქტიურობა. უბრალოდ წიგნის წაკითხვა უინტერესოა.

სისუსტეებზე ფეხის დაჭერა

ფსიქოპატი სხვისი ტანჯვით სიამოვნებას იღებს. შეფარვით თქვენში იწვევს დანაშაულის შეგრძნებას და მუდამ მიუთითებს თქვენს მარცხზე.

ის „ამ სამყაროში ყველაზე კარგია“

მთელი საღამო ლაპარაკობს მხოლოდ საკუთარ თავზე - წარმატებაზე, გეგმებზე, დიდებულებაზე. ის უკვე კოსმოსშია და უკან ვეღარ დააბრუნებთ.

„უწესო“ სექსი

ის ტრაბახობს სექსუალური პარტნიორების რაოდენობით. მისი ისტორიები ძირითადად ერთი ღამის შეხვედრებია. ფსიქოპატებს გრძელვადიანი ურთიერთობები უჭირთ.