წალენჯიხაში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

23:21 11-15-2019
361

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. დაშავებული მძღოლი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. შემდგომ კი მისი ტრანსპორტირება ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გახდა საჭირო.

მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და უახლოეს პერიოდში ქუთაისში გადაიყვანენ.

წალენჯიხის მერის მოადგილის, ცოტნე შონიას თქმით, სატვირთოს მძღოლი მცხეთის რაიონიდანაა და იგი დასაქმებული იყო წალენჯიხა-ჩქვალერის გზის რეაბილიტაციაზე.

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა“, - გვითხრა შონიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: თეა შონია