ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც აქციის წევრებს შეშით და პლედებით დაეხმარა - ნახეთ ვიდეო

21:55 11-15-2019
5581

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი ლოლუამ პლედები, შეშა და საკვები გადასცა და ამით, მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

პრაიმტაიმითან“საუბრისას გიორგი ლოლუა აცხადებს, რომ მომიტინგეებს მხარს უჭერს და სხვა ბიზნესმენებსაც ამისკენ მოუწოდებს.

„პროპორციული არჩევნების კანონის ჩაგდება, პირველ რიგში, ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, ამავდროულად, ხელს უშლის ბიზნესგარემოს. არის ძალიან ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის, ვხედავთ, როგორი კრიტიკული მოცემულობა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ, რომელიც ფაქტობრივად 9 წლის მინიმუმზე გვაქვს აღნიშნული მაჩვენებელი. 

აქედან გამომდინარე, მიმდინარე აქციასა და პროტესტს მხარს ვუჭერთ. მინდა ყველა ბიზნესმენს მოვუწოდო, არ შეეშინდეთ, თამამად გადადგან ნაბიჯი, მკოვიდნენ და საქართვე4ლოს ნათელ მომავალს მხარი დაუჭირონ“, - ამბობს გიორგი ლოლუა.