„ქართული ოცნების“ ოფისში თეა წულუკიანი ქალიშვილთან ერთად მივიდა

21:33 11-15-2019
1553

ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა, რომელზეც მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ მისულები. დეპუტატებთან ერთად ბიუჯეტი განიხილეს გიორგი გახარიამ, მაია ცქიტიშვილმა, ივანე მაჭავარიანმა და თეა წულუკიანმა.

წულუკიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მოგვიანებით ამის მიზეზი ცნობილი გახდა. როგორც ირკვევა, იუსტიციის მინისტრი სხდომას თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა.

ამის ამსახველი ფოტო საქართველოს მთავრობამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

მინისტრის ქალიშვილი ამჟამად 2 წლის და 8 თვისაა. ის 2017 წლის 18 მარტს დაიბადა.