საპროტესტო აქციის ლიდერთა გენერალური გეგმა ცნობილია

21:19 11-15-2019
212

რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა საკუთარი გეგმა გააცნეს საზოგადოებას.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, ამას არ არქმევენ მოთხოვნებს, „ამის დრო გავიდა, ეს არის მათი გენ-გეგმა“.

„პირველი, წაეთრეს ეს ხელისუფლება​ და მეორე, დაინიშნოს ვადამდელი პროპორციული არჩევნები - არსებობს ბევრი მოდელი, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. სჭირდება 76 ხმა, რომელსაც ისევ პროპორციული წესით ანაწილებს მანდატებს და ამას არ სჭირდება ცვლილება კონსტიტრუციაში.

ამ არჩევნებს თქვენ არ ჩაგატარებინებთ, ჩაატარებს ყველა, მინუს ივანიშვილი. ეს არჩევნები იქნება სამართლიანი და საქართველოს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს.

შექმნის შესაძლებლობას რომ ამ დეკადაში მივიღოთ დემოკრატიული განვითარების პერსფექტივა რომ სახელმწიფო არ იყოს მიტაცებული და ეკუთვნოდეს ხალხს

მონების აჯანყების ჩვენ არ გვჯერა, კონსტიტუციის ცვლილებაც არ გჭირდებათ იმისთვის, რომ ჩვენი პირობები შეასრულოთ

წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი არის უწყვეტი, თქვენ გააწანით სილა ქართულ საზოგადოებას, სანაცვლოდ, ქართული საზოგადოება გირტყამთ პანჩურს.

აქ ვართ, სანამ არ მოხდება რასაც ვითხოვთ და სანამ არ აღასრულებთ ამ გეგმას, რაც გაგაცანით. რუსთაველი არ გაიხსნება არც დღე და არც ღამე. პირიქით, მასშტაბი გაფართოვდება, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა დიდ ქალაქში მოხდება ამათი „სამუშაო პროცესის ობსტურქცია“ , - აცხადებს დიღმელაშვილი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე