აქციაზე ცხელ ფუნთუშებს არიგებენ - ფოტოები

20:14 11-15-2019
629

რუსთაველზე გამართულ აქციაზე „არ გაბედო!“ აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს ცხელ ფუნთუშებს და სოკოს ღვეზელებს ურიგებენ.

ორგანიზატორების თქმით, ამ ფუნთუშებით მათ მოქალაქეები უმასპინძლდებიან.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებამ ქუჩის აქციები გამოიწვია, რომელიც უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. შესაბამისად, მეორე დღეა გადაკეტილია დედაქალაქის მთავარი გამზირი.