თვითმარქვია თაღლითი, რომელმაც თავი სოფი ლორენის შვილად გაასაღა

20:00 11-15-2019
316

ყვე­ლა თაღ­ლითს საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­რო და „მუ­შა­ო­ბის“ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლრი სტილი აქვს, მაგრამ მიზანი საერთო - სხვების მო­ტყუ­ე­ბით გამ­დიდ­რე­ბის სურ­ვი­ლი.

გა­მო­ნაკ­ლი­სი არც თვით­მარ­ქვია კრის­ტოფ რო­კან­კუ­რია, რო­მე­ლიც ხან მსა­ხი­ობ სოფი ლო­რე­ნის შვი­ლად, დი­ზა­ი­ნერ ოს­კარ დე ლა რენ­ტას და პრო­დი­უ­სერ დინო დე ლაურენტტისის ნათესავად, ხან რო­კ­ფე­ლე­რის დი­ნას­ტი­ის შთა­მო­მავ­ლად, მრავალმილიონიანი ქო­ნე­ბის მემ­კვიდ­რედ ასა­ღებ­და თავს და ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ერ­თად, ცნო­ბი­ლი ჰო­ლი­ვუ­დე­ლე­ბის გაბ­რიყ­ვე­ბა­საც არ ერი­დე­ბო­და.

კრი­მი­ნა­ლუ­რიკა­რი­ე­რის“ და­სა­წყი­სი

კრის­ტოფ რო­კან­კუ­რი 1967 წლის 16 ივ­ლისს და­ი­ბა­და ნორ­მან­დი­ის სა­ნა­პი­რზე მეთევზეთა პა­ტა­რა სო­ფელ ონ­ფლორ­ში. მშობ­ლე­ბი ადრე და­ე­ღუ­პა, მისი აღ­ზრდა კი, დე­ი­დამ ითა­ვა, თუმ­ცა მალე მო­ბეზ­რდა, ცხრა წლის კრის­ტო­ფი სენტ-ჟერ­მე­ნის თავშესაფარში გა­ამ­გზავ­რა და შე­საძ­ლოა, სწო­რედ იქ გა­უჩ­ნდა ახალ­გაზ­რდა მე­ძა­ვი­სა და ლოთი მღე­ბა­ვის უკა­ნო­ნო შვილს რე­ა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის და­ვი­წყე­ბის და ახა­ლი პი­როვ­ნე­ბის შექ­მნის სურ­ვი­ლი.

სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში მოხ­ვედ­რილ­მა თავ­ნე­ბა და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ­მა კრის­ტოფ­მა დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლო დის­ციპ­ლი­ნის მკაცრ მო­თხოვ­ნებს და გაიქცა. ის პარიზში ჩავიდა, სა­დაც მარ­თა­ლია, ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით ასა­ღებ­და თავს წარჩინებული გვარის - გა­ლი­ცი­ნის შთა­მო­მავ­ლად, მაგ­რამ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბით მა­ინც შეძ­ლო მდიდ­რუ­ლი სახ­ლის გა­ყიდ­ვა და პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნის შოვ­ნა.

წარ­მა­ტე­ბით ფრთა­შეს­ხმულ­მა რო­კან­კურ­მა 1980-1990-იან წლებ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი აფი­ო­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა საფ­რან­გეთ­ში, მერე კი, შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სადაც ჩეკების, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბით და წვრი­მა­ნი ქურ­დო­ბით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ის ძარ­ცვის შემ­დეგ კი, როცა პო­ლი­ცი­ამ მისი ძებ­ნა გამოაცხადა, ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა გამ­გზავ­რე­ბა და ამე­რი­კისდა­პყრო­ბა“ გა­და­წყვი­ტა.

რო­კან­კუ­რის ამე­რი­კუ­ლი ვო­ი­ა­ჟიwidth=640

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­ში­ნა­უ­რე­ბულ­მა რო­კან­კურ­მა სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ამერიკელები ბევ­რად ბრიყ­ვე­ბი და მიმ­ნდო­ბე­ბი იყ­ვნენ, ვიდ­რე ევ­რო­პე­ლე­ბი და სრაფად შეუდგა საჭირო ნაც­ნო­ბე­ბის შე­ძე­ნას - ღვი­ნით მო­ვაჭ­რე, ვინ­მე ჩარლზ გლენს ევ­რო­პის უძ­ლი­ე­რეს მოკ­რი­ვედ წა­რუდ­გი­ნა თავი და გა­ნუ­ცხა­და, რომ ამე­რი­კა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად ჩა­მო­ვი­და, ამ­გვა­რი ნაც­ნო­ბო­ბით ამაყ­მა გლენ­მა კი, რეს­პექ­ტა­ბე­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო, მერე კი, მთე­ლი თვე და­ა­ტა­რებ­და ღა­მის კლუ­ბებ­ში.

მარ­თა­ლია, რო­კან­კუ­რი არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, მაგრამ სა­კუ­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბის წყა­ლო­ბით ყო­ველ­თვის სწრა­ფად ახარ­ხებ­და ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ნდო­ბის, მათი კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბას და გა­ლან­ტუ­რო­ბას­თან ერთად ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი­თაც ანე­ბივ­რებ­და.

ახალ­გაზ­რდა ლა­მაზ­მანს გრაი პარკს რო­კან­კუ­რი ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რის დინო დე ლა­უ­რენ­ტი­სის ნა­თე­სა­ვად გა­ეც­ნო, სწრა­ფად მო­ხიბ­ლა თა­ვი­სი ფრან­გუ­ლი აქ­ცენ­ტით, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ შარმს მა­ტებ­და და ქორ­წი­ნებც აღ­ნიშ­ნა ლას ვეგაში. თუმ­ცა ვნე­ბე­ბის ჩა­ცხრო­მას­თან ერ­თად, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც გაქ­რა და გრა­იმ აღამოაჩინა, რომ თით­ქმის არ იც­ნობ­და საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს.

ეჭვი მე­გობ­რებ­მა გა­ი­ზი­ა­რეს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით სე­რი­ა­ლე­ბის ვარ­სკვლავ­მა ამომწურავი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს­გან და მის იმედგაცრუებას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რის ნა­თე­სა­ვის ნაც­ვლად, იმ კრის­ტოფ რო­კან­კურს გაჰ­ყვა ცო­ლად, ვი­საც შვე­ი­ცა­რი­ის პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნით მთე­ლი ინ­ტერ­პო­ლი ეძებ­და.

1995 წელს პა­ტიმ­რო­ბას თავ­დაღ­წე­უ­ლი ავან­ტუ­რის­ტი ისევ ამე­რი­კა­ში დაბ­რუნ­და, მო­რიგ ლა­მაზ­მან­ზე - ჟურ­ნალ Pლაყ­ბოყ-ის მო­დელ­ზე პია რე­ის­ზე იქორ­წი­ნა და ვა­ჟიშ­ვი­ლი ზევ­სიც შე­ე­ძი­ნა. კრის­ტო­ფი ოჯახ­თან ერ­თად ჰო­ლი­ვუდ­ში, რეს­პექ­ტა­ბე­ლურ სას­ტუმ­რო­ში ღე­გენტ Bევერლყ ჭილ­სჰი­რე-ში და­ბი­ნავ­და, სა­კუ­თარ თავს ხან პრო­დი­უ­სე­რად, ხან ბირ­ჟის მაკ­ლე­რად ასა­ღებ­და და შეძ­ლე­ბუ­ლი ირა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ხელ­გაშ­ლი­ლო­ბი­თაც სარ­გებ­ლობ­და, რო­მელ­მაც ევ­რო­პელ მე­გო­ბარს ჯერ 200 ათა­სი დო­ლა­რი ასეს­ხა, მერე 25 ათა­სის მო­დუ­რი ტან­საც­მე­ლი შე­უ­ძი­ნა, ბო­ლოს კი Fერრა­რი-ის ფირ­მის ავ­ტო­მო­ბი­ლიც უსახ­სოვ­რა.

თაღ­ლი­თით მო­ჯა­დო­ვე­ბუ­ლი ჰო­ლი­ვუ­დი

ძვირ­ფა­სი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით, ყო­ველ­თვის სა­უ­ცხოო კოს­ტუმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი რო­კან­კუ­რი სწრა­ფად იძენ­და მე­გობ­რებს, მით უფრო, რომ ყო­ველ­თვის თვითონ ას­წო­რებ­და ანგარიშსს ფე­შე­ნებ­ლურ რეს­ტორ­ნებ­ში და გუ­ლუხ­ვად ასა­ჩუქ­რებ­და სას­ტუმ­როს პერსონალს.

ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, ხელ­საყ­რელ მო­მენ­ტში კი, მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნებ­თან ნაც­ნო­ბო­ბას იხ­სე­ნებ­და და სულ სხვა­თა­შო­რის აღ­ნიშნ­და, რომ სწო­რედ მისი სარ­ფი­ა­ნი შე­ა­ვა­ზე­ბე­ბის წყა­ლო­ბით შეძ­ლეს მათ საკუთარი კაპიტალის დაგროვება. „სწრა­ფი ფუ­ლის“ შოვ­ნის მსურ­ვე­ლე­ბი მრავ­ლად აღ­მოჩ­დნენ და რო­კან­კუ­რიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ებ­მე­ბო­და ნე­ბის­მირ ავან­ტი­უ­რა­ში.width=1005

ყალ­ბი რო­კ­ფე­ლე­რი ნიუ-იორკში

მარ­თა­ლია, 1998 წელს რო­კან­კუ­რი ლოს-ან­ჯე­ლე­სი­დან ოჯახ­თან ერ­თად გაქ­რა, მაგ­რამ ერთ წე­ლი­წად­ში ნიუ-იორკში გა­მოჩ­ნდა, ქვე­მო მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მდიდ­რულ ნომერში დაბინავდა და როკ­ფე­ლე­რის ცნო­ბი­ლი დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხე­ლით შე­უდ­გა შეძ­ლე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის ფი­ნან­სე­ბის მით­ვი­სე­ბას. ახალ ნაც­ნო­ბებს რო­კან­კუ­რი სარ­ფი­ა­ნად ინ­ვეს­ტი­რე­ბის წყა­ლო­ბით და­ნა­ზო­გის გა­ორ­მა­გე­ბას დაპირდა, სანაცვლოდ, კი მხო­ლოდ მოკ­რძა­ლე­ბულ ავანსს - 50 ათას დო­ლარს ითხოვ­და. რა თქმა უნდა, ბევ­რმა ვერ შეძ­ლო მაც­დუ­ნე­ბელ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უა­რის თქმა და მა­ხე­შიც გა­ე­ბა. ერთ-ერ­თმა მდი­დარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­მაც ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, კავალერს ჯერ 90 ათა­სი დო­ლა­რი ასეს­ხა, მერე კი, სა­კუ­თარ სახ­ლში 250 ათა­სი დოლარის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და­კარ­გა, თუმ­ცა სას­ტი­კად აუკ­რძა­ლა პოლიციას სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის რო­კან­კუ­რის საქ­მე­ში მოხ­სე­ნი­ე­ბა.

კრის­ტოფს ყველ­გან პი­რად მცველ­თან - მე­ლოტ ჯო­ზეფ­თან, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ბრუკ­ლი­ნე­ლი დან­ტე და­ნი­ე­ლო იყო თა­ვი­სი ბნე­ლი წარ­სუ­ლით და მშვე­ნი­ერ ქალბატონთან ლო­რენ­თან ერ­თად ხე­დავ­დნენ.

ზუს­დად ასე მოხ­და სპორ­ტუ­ლი კლუ­ბის მფლო­ბე­ლის, შემ­თხვე­ვა­შიც, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­თან­ხმდა სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გის მომ­გე­ბი­ან ინ­ვეს­ტი­ცი­ად ქცე­ვას და ჩა­ა­ბა­რა რო­კან­კურ-რო­კ­ფე­ლერს 14 ათა­სი დო­ლა­რი.

სწო­რედ კა­რი­ნი გახ­და ავან­ტუ­რის­ტის მხი­ლე­ბის მი­ზე­ზი, როცა დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის - 125 ათა­სი დო­ლა­რის გა­და­ცე­მად სა­სუმ­რო­ში მი­ა­კი­თხა და ვე­რა­ვის მი­აგ­ნო, რად­გან ჰემპტონ­ში თვით­მარ­ქვია სას­ტუმ­როს­თან ერ­თად, გვარ­საც ხში­რად იც­ვლი­და და რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ­თვის ახერ­ხებ­და ან­გა­რი­შის გას­წო­რე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას.

სწო­რედ სას­ტუმ­როს ვალი - 19 ათა­სი დო­ლა­რი იქცა 2000 წელს რო­კან­კუ­რის დაკავების ფორმალურ მიზეზად. თუმ­ცა 45 ათა­სი დო­ლა­რის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ სწრა­ფად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან ინა­ნა, რად­გან როცა ორ­ტუ­ნო სასამართლოში არ გამოცხადდა. პო­ლი­ცი­ამ მისი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში გა­და­ა­მოწ­მა და მიხ­ვდა, რომ ხე­ლი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო თაღ­ლი­თი კრის­ტოფ როკანკური და­უსხლტა.width=880

გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი თაღ­ლი­თი

კა­ნა­დის სა­პა­ტიმ­რო­ში რო­კან­კურ­მა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი და­წე­რა და სი­ნა­ნუ­ლის ნაც­ვლად მას­ხრად აიგ­დო ყვე­ლა, ვინც მის მა­ქი­ნა­ცი­ებს ემსხვერ­პლა, „სა­ერ­თოდ არ მეცოდებიან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რად­გან ისი­ნი არა მე, არა­მედ სა­კუ­თარ­მა სი­ხარ­ბემ დაღუპა“, - გა­ნუ­ცხა­და თაღ­ლით­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს, როცა კა­ნა­და­ში სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ, 2002 წელს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტებ­ში წარ­სდგა სა­სა­მარ­ლოს წი­ნა­შე.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად, რო­კან­კურს 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლის - 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად რო­კაკურმა და­ნა­შა­უ­ლი სამ პუნ­ქტში აღი­ა­რა და 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბაც მი­ი­ღო 9 მლნ.

დო­ლა­რის ჯა­რი­მას­თან ერ­თად, რაც ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია იმ ნა­დავლთან შე­და­რე­ბით, რო­მე­ლიც თაღ­ლით­მა წლე­ბის მან­ძილ­ზე და­აგ­რო­ვა.