გაცილებით დიდ პატივს ვცემ იმ პარტიებს, რომლებიც ქუჩაში არ ყვირიან -  „თეთრების“ თავმჯდომარე ყველას ემიჯნება

19:05 11-15-2019
97

პოლიტიკური პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე, თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს თანამშრომლობას არც ოპოზიციასთან და არც მმართველ პარტიასთან.

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნების მაჟორიტარული სისტემით ჩატარების მომხრეა. და ემიჯნება ქუჩის აქციებს და ქუჩის პოლიტიკას.

„საქართველოში, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან, ცხოვრების წესიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გაცილებით უკეთესია იყოს საპრეზიდენტო ქვეყანა, იყოს მაჟორიტარული არჩევნები არა პროპორციული, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ამას ეწინააღმდეგებიან, ამიტომ ჩვენ კონსულტაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ, რადგან პარტიები ფიქრობენ არა იმაზე, რას ჯობს ქვეყნისთვის, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხვდნენ პარლამენტში. ჩვენთვის მიუღებელია, როგორ იქცევა მმართველი პარტია, მისი ლიდერი და აბსოლუტურად მიუღებელია ისიც, როგოც იქცევა ოპოზიცია. მთელი ოპოზიციის სახელის ლაპარაკი ჩემთვის გაუგებარია. საუბრობენ, რომ ყველანი შევიკრიბეთ, ასზე მეტი პარტიაა მათ გარეთ რეგისტრირებული და ოფიციალური, მე გაცილებით დიდ პატივს ვცემ იმ პარტიებს, რომლებიც ქუჩაში არ ყვირიან. მე გუშინდელ შეკრებას განაწყენებულთა, რევანშისტთაუმადურთა ხალხის ფონზე გამდიდრებულთა შეკრებას დავარქმევდი, რადგან ზუსტად ასეთი პარტიები იყვნენ შეკრებილები. მე მათ ვეუბნები, ილაპარაკეთ თქვენი სახელით, ჩვენი სახელით ნუ ლაპარაკობთ“, - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.