დაწესებულებები, სადაც „თამბაქოს შესახებ“ კანონი ყველაზე მეტად ირღვევა

18:52 11-15-2019
128

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ბოლო 6 თვის კვლევის მიხედვით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ყველაზე მეტად ისეთ ადგილებში ირღვევა, სადაც მოწევა რეგულაციებამდეც კი არ უნდა ყოფილიყო დაშვებული.

ესენია: სამედიცინო, საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებები.

ალიანსის სტატისტიკის მიხედვით, საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2,06%, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში 3,14% არღვევს მოწევის აკრძალვის კანონს.

„თამბაქოს ალიანსმა“ ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სულ 5279 ობიექტი შეამოწმა.

დაწესებულებები, რომლებიც შემოწმდა:

საგანმანათლებლო - 796

სამედიცინო - 986

საჯარო - 692

სამასპინძლო - 2805, აქედან

კაფე-ბარები, რესტორნები, საბანკეტო დარბაზები - 1500

სასტუმრო - 358

სილამაზის სალონი - 881

კინო / თეატრი - 36

მედია ორგანიზაცია - 30

დარღვევების მხრივ, პირველ ადგილზე სამედიცინო დაწესებულებები, აქ დარღვევის 31 ფაქტი დაფიქსირდა, მეორე ადგილზე საგანმანათლებლო დაწესებულებებია, სადაც ორგანიზაციამ კანონის დარღვევის 10 ფაქტი გამოავლინა, შემდეგია საჯარო უწყებები, აქ მხოლოდ 6 შემთხვევა დააფიქსირეს.