„მე ვიღებ პასუხისმგებლობას!“ - დიმიტრი ხუნდაძე

13:04 11-15-2019
91

კანონპროექტის ჩაგდების მეორე დღეს უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დღეს პარლამენტსა და ქუჩაში ხდება, დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა, რომ პასუხისმგებლობას იგი თანამოაზრეებთან ერთად იღებს.

„მე ვიღებ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად პასუხისმგებლობას. არ შეიძლება იყო პარლამენტში, დეპუტატთა ჯგუფი ამ ხარისხის ზეპარტიულ გადაწყვეტილებას ღებულობდე და ამაზე პასუხისმგებელი არ იყო. რა თქმა უდნა, ვარ პასუხისმგებელი, მაგრამ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი ინიციატორი იყო იმის, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილება არ მიეღო. მას მხარს სხვა რამდენიმე დეპუტატიც უჭერდა.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კენჭისყრა პირველად გადადო,  “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა იმ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ირაკლი შიოლაშვილს და დიმიტრი ხუნდაძეს.