ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჯარიდან დახსნა არ სჭირდებოდა, „გირჩის“ მღვდელმსახური მაინც გახდა

10:12 11-15-2019
3246

მოქალაქე, რომელსაც ჯარიდან დახსნა არ სჭირდებოდა, პროტესტის ნიშნად „გირჩის“ მღვდელმსახური გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დათო თუშური რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, როდესაც ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას ეკლესიამ წესის აგებაზე უარი უთხრა. 

„დღეს ავიღე გირჩის მღვდელმსახურის მოწმობა, აი ჯარიდან რომ ათავისუფლებს ის, ოღონდ ჯარი აღარ მიწევს.

შესაბამისად ამ მოწმობამ ჯარიდან თავის დასაღწევი ფუნქციის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელობა შეიძინა, რასაც ერთგვარი პროსტესტის გამოხატვა ჰქვია.

პროტესტის იმაზე, რომ საპატრიარქო ეჭიდავება ერთ ჯგუფს და ძალის სადემონსტრაციოდ და სხვების დასაშინებლად გადაწყვიტა სამაგალითად დაესაჯა ერთი შვილმკვდარი ოჯახი და წესი არ აეგო 24 წლის ახალგაზრდა ბიჭისთვის.

მოტივი ის არის, რომ ქრისტე უარყო ამ საბუთის აღებითო და მაგიტომ ვერ ავუგებთ წესსო...

- რა მომთხოვეს ამ საბუთის აღების სანაცვლოდ?

ჯვრის მოხსნა - არ მოუთხოვიათ

ღმერთის უარყოფა - არ მოუთხოვიათ

ხატზე დაბიჯება - არ მოუთხოვიათ

დოგმატური ცდომილებების აღიარება მართლმადიდებლობაში - არ მოუთხოვიათ.

საერთოდ არაფერი, არაფერი, არაფერი არ მოუთხოვიათ! ხოდა რანაირად უარყო იმ ბიჭმა ქრისტე, თუ არავის არაფერი არ მოუთხოვია?!

(არა, 50 ლარი მომთხოვეს, ჯიბეზე არ მქონდა და ნისიად წამოვიღე)

- რა მოხდება ახლო მომავლში?

შემდეგ სინოდის სხდომაზე გამოვა რომელიმე ეპისკოპოსი დამძიმებული სახით და იტყვის, მე ავიღე ამ ბიჭის ცოდვა ჩემ თავზეო და გირჩმა არ დაღუპოს მეტი ახალგაზრდაო (თან თავს გაიპრავებენ და თან სხვებს შეაშინებენ რომ კიდევ ვინმემ არ აიღოს მოწმობა)

- რას შეცვლის ჩემი პროტესტის ეს ფორმა?

ვერც ვერაფერს, ცხელ გულზე გაკეთებული სხვა საქმეების მსგავსად, მაგამ კიდევ 2 ვარიანტი მქონდა:

1) გამეტარებინა - ვერ გავატარე

2) რამე უკეთესი მომეფიქრებინა - ვერ მოვიფიქრე

- რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

არაფერი ახალი, ზუსტად იგივე რაც 21 საუკუნის წინ დაწერილ წიგნში წერია.

ქრისტემ სცადა საღი აზრი მიეტანა მაშინდელ სჯულის მცოდნეებთან და მღვედლმთავრებთან იგავებით, ლოგიკური მსჯელობით და მაშინაც არ აღმოჩნდა არცერთი, არცერთი, არცერთი მღვდელმთავარი, რომელმაც საღი აზრი გაიგო.

არცერთი 12 მოწაფიდან არ იყო რჯულის მცოდნე.

საღი აზრი გაიგო მეთევზემ, მწყემსმა, ავაზაკმა, მეზვერემ...

- ვინ ებრძვის ეკლესიას, ამერიკა, ევროპა თუ ბიბლიური თავისუფლება?

ეკლესიას ებრძვის ის ხალხი ვინც ციანიდით დარბის სხვების მოსაწამლად, ვინც ცილს სწამებს სხვებს და ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს ამასთან და არაფერს აკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

- შეიძლება თუ არა წესის აგება ამ საბუთის მფლობელებისთვის?

ღმერთმა კანონების, წმინდა წერილების და ცნებების გარდა დაგვიტოვა ლოგიკური აზროვნების და თანაგრძნობის უნარი.

ლოგიკა - მე თუ ვხვდები, რომ ამ საბუთის აღება ქრისტეს უარყოფა არაა, ღმერთი მითუმეტეს მიხვდება მაგას.

თანაგრნობა - როგორ წარმოგიდგენიათ ღმერთმა დასაჯოს მღვდელი წესის აგების გამო, თუ ის კაცი იტყვის რომ ოჯახის წევრებს ვუთანაგრძვნე ბოლო იმედი ჰქონდათ და უარი ვერ ვუთხარიო? ამის გამო ღმერთი მღვდელს დასჯის?რანაირად?

ბოლოს - პოლიტიკური პარტია ხვდება, რომ არ იჭიდაოს როცა საქმე ვიღაცის ტრაგედიას ეხება და სამწუხაროა, რომ ამას მაღალი რანგის სასულიერო პირი ვერ მიხვდა“ - დაწერა დათო თუშურმა

შეგახსენებთ, რომ ოჯახმა, მიუხედავად იმისა, რომ „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ახალგაზრდას მღვდელმსახურის სტატუსი შეუჩერა, მას წესი ეკლესიამ მაინც არ აუგო. 24 წლის ბიჭი წინა კვირას წესის აგების გარეშე დაკრძალეს. საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბიჭისთვის წესის აგებაზე.