დიმიტრი ცქიტიშვილის პარტიაში დაბრუნებას არ აპირებს

21:56 11-14-2019
98

დიმიტრი ცქიტიშვილი პოზიციას არ ცვლის და პარტიაში დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში, ყოფილი ვიცე- სპიკერის თამარ ჩუგოშვილის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა.

„გეგმებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვქონია რაღაც შეთქმულება მანამდე, ეს არის იმ გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, უფრო სწორად რომელიც ვერ მიიღო. იქნება ფრაქცია, პოლიტიკური სხვა აქტივობა? - ეს იქნება გასაგები და თქვენს გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ, დღესდღეობით, არანაირი გეგმა არ არსებობს. არ გვქონია საუბარი ფრაქციაზე, - განაცხადა ცქიტიშვილმა.