კინოთეატრი „ამირანი“ გიორგობას გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფილმით ხვდება

17:56 11-14-2019
580

23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კინოთეატრი ამირანი უნიკალურ პროექტს წარმოგიდგენთ. გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ფილმის სევდის ანგელოზების პრემიერა და მაესტროს ნაწარმოებების ცოცხალი შესრულება კინოთეატრის სცენაზე. 

სევდის ანგელოზები სცენარისტმა თეონა ჯორბენაძემ რამდენიმე ქალაქში გადაიღო (ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი). ის მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი თავისუფლება იყო. საბჭოთა იდეოლოგები მის მუსიკას ნარკოტიკს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ ის კაპიტალისტურ ქვეყნებში მტრებს ახარებდა.

width=600

 გია ყანჩელი მეგობრებთან ერთად ყოველ გამოწვევას თავისი შემოქმედებით სცენიდან პასუხობდა... 

ფილმში მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვა.

 ფილმის ჩვენებამდე ნიკოლოზ რაჭველი, აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები ესტაფეტას გადასცემენ ახალი თაობის ვარსკვლავებს. კინოთეატრის სცენაზე შესრულდება გია ყანჩელის ნაწარმოებები. საღამოს გახსნის და მაესტროს ხსოვნას სპეციალურად შექმნილ კომპოზიციას მიუძღვნის 10 წლის კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ - ნუცა თოფურია (ვოკალი), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო) ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა). პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

 

ავტორი: თამარ გონგაძე