აქციას მოძრობა „ლელოს“ წარმომადგენლები შეურთდნენ

15:23 11-14-2019
104

აქციას მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლები შეუერთდნენ. მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თეონა დოლენჯაშვილი ყველას მოუწოდებს, რომ გავიდეს რუსთაველზე.

„დღეს კიდევ ერთხელ გადაკვეთეს წითელი ხაზი და მოხდა ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვა. „ლელო“ მოუწოდებს ხველა მხარდამჭერს და მონაწილეებს, გამოვიდეს რუსთაველზე. აქ გადის ახლა ხაზი . ჩვენ მივდივართ რუსეთის გუბერნიისკენ და ამას წინ უნდა აღვუდგეთ“,- განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.

რუსთაველზე  სირცხვილიას აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ადგილზე მცირე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. აქტივისტებს ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქტივისტების პროტესტი საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონპროექტის ცვლილების ჩავარდნას მოჰყვა.

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.