აღმოაჩინეს ლეკვი, რომელსაც კუდი თავზე აქვს (აშშ)

11:10 11-14-2019
106

აშშ-ში, მისურის შტატის ცხოველთა ერთ-ერთ თავშესაფარში აღმოაჩინეს ლეკვი, რომელსაც თავზე მეორე კუდი აქვს. ლეკვს ნარვალი დაარქვეს.

თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, მას ძალიან უყვარს თამაში, ზედმეტი კუდი კი ცხოველს ხელს არ უშლის და ტკივილს არ აყენებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნარვალის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა და რამდენიმე საათში სურათმა ათასობით მოწონება დააგროვა.