სასწრაფოდ! - ემზარ კვიციანის ძმისშვილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

00:05 11-14-2019
2685

რამდენიმე წუთის წინ „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა თბილისის ზღვაზე მოკლული ნოდარ ცხადაძის მკვლელობაზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს.

„პრაიმტაიმს“ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. კვიციანი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც  განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

37 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი გუშინ თბილისის ზღვაზე იპოვეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ბოლოს ის ბექა კვიციანთან ერთად დააფიქსირეს, თუმცა, ამ დრომდე კვიციანი მიმალვაში იმყოფებოდა.