„მე და დემნას მსგავსი სულისკვეთება გვაქვს“ - კანიე უესტი

09:48 11-09-2019
7

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი გუშინ ნიუ-იორკში ინოვაციების ფესტივალს Fast Company-ს დაესწრო. კანიე უესტი არამხოლოდ რეპერი და მუსიკოსი, არამედ დიზაინერიცაა. განსაკუთრებით პოპულარულია მისი სპორტული ფეხსაცმელების ხაზი Yeezy.

მოდასთან დაკავშირებით კითხვაზე, უესტმა ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ახსენა და თქვა, რომ მას და დემნას მსგავსი „სულისკვეთება აქვთ“.

„მე და დემნას, Balenciaga-ს მთავარი დიზაინერი, მსგავსი სულისკვეთება გვაქვს-ვის მოუვა იდეა თავში და ვინ მიიტანს ამ იდეას მსოფლიომდე, ასეთი სიტუაცია გვაქვს“, - ამბობს კანიე უესტი.



ავტორი: ანეტი მიქელაძე