„ისთ ფოინთში“ და „კავეა თბილისში“ ფილმის ჩვენებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

01:08 11-09-2019
24

„ისთ ფოინთში“, საბურთალოზე მდებარე სითი მოლში და თბილისი მოლში მდებარე კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებამ მშვიდ ვითარებაში, ექსესების გარეშე ჩაიარა.

კინოთეატრ ამირანთან შედარებით სიმშვიდე იყო გალერეა თბილისის კინოთეატრშიც. „ქართული მარშის“ ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა იქ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ორივე სეანსის შემდეგ ტერიტორია სამართალდამცველებთან ერთად უკომენტაროდ დატოვა.

რაც შეეხება კინოთეატრ „ამირანს“, იქ დაძაბულობის ეპიცენტრი და მედიისა და პოლიციის სრული მოვილიზება იყო.

შსს-ს ბოლო ინფორმაციით, მიმდინარე აქციაზე 11 ადამიანია დაკავებულ, მათ შორის ანა სუბელიანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი. 

„ქართული მარშის“ აქცია მიმდინარეობდა ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთანაც“. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველა კინოსეანსი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ დროს დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობდა.