„ერთია თქვენ რას ტლიკინებთ და მეორეა, მე რას ვთვლი!.. გადით, გამშორდით!“ - ვასაძე ჟურნალისტებს

00:42 11-09-2019
331

კინოთეატრ „ამირანთან“ გეი დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის მეორე სეანსიც დასრულდა.

„ქართული მარშის“ აქტივისტების, მათი მხარდამჭერების გარდა, ადგილზე ლევან ვასაძეც იმყოფება. მან „პრაიმტაიმის“ კითხვას საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზეც უპასუხა.

„შეძრწუნებული ვარ და მგონია, რომ ეს პროცესები ერთმანეთთან კავშირშია“ - განმარტავს ვასაძე.

ამის შემდეგ, ლევან ვასაძე ჟურნალისტის კითხვამ კერძო საკუთრებაში შეჭრის ლეგიტიმაციაზე გააღიზიანა და მან მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

​დასაკავებლები ხართ ჟურნალისტი, რომლებიც ქვეყნის ტრადიციებს არცხვენენ და პატივს არ სცემენ. რა გვაქვს თქვენთან სალაპარაკო? ერთია თქვენ რას ტლიკინებთ და მეორეა, მე რას ვთვლი. „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მატარებელი ჟურნალისტები გადით, გამშორდით“, - აცხადებს ლევან ვასაძე. 

შეგახსენებთ, დღეს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებულია 11 ადამიანი, დაზიანება მიადგა პოლიციელს, სამოქალაქო აქტივისტსა და „ქართული მარშის“ აქტივისტს.