„პოლიციელებმა დაგვჩაგრეს, ჩაფხუტიანებმა გვირტყეს და გვათრიეს!“ - ლევან ვასაძე პოლიციაზე

00:32 11-09-2019
240

კინოთეატრ „ამირანთან“ გეი დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის მეორე სეანსი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„ქართული მარშის“ აქტივისტები და მათი მხარდამჭერებიც ადგილზე იმყოფებიან. ამიტომ, მაყურებლების უსაფრთხოების მიზნით,  კინოდარბაზიდან გამოსულები პოლიციის მიერ ორგანიზებული კორიდორით ტოვებენ.

კინოთეატრიდან გამოსულებს ფილმის ჩვენების წინააღმდეგ შეკრებილი ჯგუფები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და სკანდირებენ ფრაზებით - სამარცხვინოებო; ამ ფილმის სანახავად არ უნდა მოსულიყავით; სახეები დამალეთ, არავინ დაგინახოთ...“

ადგილზე იმყოფება ლევან ვასაძე, რომელიც ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პროტესტი კინოთეატრებთან ხვალაც გაგრძელდება.

„უბედური გარყვნილი ხალხის სასჯელია, ამ ფილმზე დასწრება და 5000 პოლიციელის მიერ მათი დაცვის საჭიროება.

ჩვენ ხვალაც გავაგრძელებთ პროტესტს. პოლიციელებმა დაგვჩაგრეს. ჩაფხუტიანებმა გვირტყეს და გვათრიეს. აქ ათასობით შეკრებილი ეროვნული ადამიანები ვერ მოერივნენ შიშველი ხელებით კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციელებს.“ - აცხადებს ვასაძე. 

შეგახსენებთ, დღეს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებულია 14 ადამიანი, დაზიანება მიადგა პოლიციელს, სამოქალაქო აქტივისტსა და „ქართული მარშის“ აქტივისტს.