გურამ ფალავანდიშვილმა კინოთეატრი უხმაუროდ დატოვა

00:31 11-09-2019
112

„ქართული მარშის“ ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა გალერეა თბილისის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

კინოთეატრის ტერიტორია დატოვეს სამართალდამცველებმაც.

ამირანისგან“ განსხვავებით, კავეაში ფილმის ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. 

თბილისის 5 და ბათუმის 1 კინოთეატრში ფილმის პრემიერა საპროტესტო აქციების ფონზე შედგა. სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულია 11 ადამიანი.