ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ საპროტესტო აქცია დასრულდა

23:58 11-08-2019

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, როგორც ამბობენ, ხვალ 20:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.

მონაწილეები აცხადებენ, რომ მიზანს მიაღწიეს და აქცია ფილმის პრემიერის დასრულებამდე შეწყვიტეს.

პოლიციამ აქციაზე სამი პირი დააკავა, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ აქციასთან კავშირი არ ჰქონდათ. დაკავებულები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, იქ შემთხვევით გაიარეს და ერთმანეთში ჩხუბი დაიწყეს.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები თბილისსა და ბათუმში რამდენიმე კინოთეატრთან შეიკრიბნენ. ვითარება ყველაზე მეტად „ამირანთან“ გამწვავდა. ადგილზე 11 პირი დააკავეს.