ფეხით მიმავალ საკრებულოს წევრს მანქანა დაეჯახა

23:42 11-08-2019
369

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დაშავდა. ქუმსიაშვილების ოჯახში გაჩენილი ხანძრის შემთხვევიდან ფეხით მიმავალ ელიზბარ ბორჩაშვილს, მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ, ავტომობილმა ელექტროგაყვანილობის ბოძი წააქცია.

„სხვადასხვა სახის დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული დეპუტატი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის გამო კი სოფელ ბირკიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი