ბრიტნი სპირსის დედას 12 წლის ბიჭის სიკვდილში ადანაშაულებენ

23:40 11-08-2019
167

დასავლური გამოცემების ინფორმაციით, ტრაგედია 1975 წელს მოხდა. ამის მიუხედავად, ქალი არასდროს დაკავშირებია გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს.

იმ დღეს 20 წლის ლინ სპირსი ლუიზიანას შტატში, ქალაქ კენტვუდში ძმასთან მიდიოდა, როცა დაეჯახა 12 წლის ბიჭს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მაშინ ქალისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. თუმცა, 44 წლის შემდეგ ამ სიტორიას უცხოური მედია ისევ აქტიურად განიხილავს.

თავად ლინი მომხდარზე ახლაც არ აკეთებს კომენტარს.

დაღუპული ბიჭის დედა, 78 წლის ივონა უინტერსი ფიქრობს, რომ ეს ნამდვილად იყო უბედური შემთხვევა და ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ 40 წელზე მეტი გავიდა და ლინს მათთან დაკავშირებაც კი არ უცდია, არათუ ბოდიშის მოხდა.

ლინ აირინ სპირსი ამერიკელი მწერალი და მასწავლებელია. იმავე წელს ის ჯეიმი სპირსს გაჰყვა ცოლად და ამ ქორწინებიდან მას 3 შვილი ჰყავს - ბრიტნი, ბრაიანა და ჯეიმი.

ბრიტნის რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, მაგრამ როცა მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, სწორედ დედა დაუდგა მას გვერდით.