„მე ვარ კაციჭამია, მე ვარ დამნაშავე, მოძალადე!..“ - ლევან ვასაძე

23:04 11-08-2019
65

თქვენ რას აშუქებთ, მხოლოდ გარყვნილებას ქადაგებთ. მედია უფრო მავნებელი და სამარცხვინოა, ვიდრე პოლიტიკოსებიც კი, ჩემი აზრით, - ამის შესახებ კინოთეატრ „ამირანთან“ მისულმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სახელმწიფო ჩვენზე ძალადობს, ქართველ ერს სულში აფურთხებს, შეურაცხყოფს მის ტრადიციას და ამას რაღაც კულტურით ამართლებს. ეს რა კულტურაა, ეს ანტიკულტურაა, სირცხვილია. პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს ვაკისრებ, პირადად ქართულ მთავრობას, არასამთავრობო სექტორს, მთელ ქართულ ჟურნალისტიკას, თითქმის უკლებლივ, რომელიც მტერია ქართველი ხალხისა და ტრადიციისა“, - ამბობს ლევან ვასაძე.

მან „პრიმტაიმის“ კითხვას - ვინ არის პასუხისმგებელი აქციაზე 11 პირის დაკავების საქმეზე უპასუხა.

„პირადად მე ვარ კაციჭამია, მე ვარ დამნაშავე, მოძალადე, ესენი კიდე სიმართლეს ემსახურებიან. ეს ხალხი, ვინც სისხლში აბანავა რუსთაველის გამზირი გასულ ზაფხულს, ახლა კინოს უყურებს“, - ამბობს ვასაძე.