ქობულეთის მერიის 4 თანამშრომელი დააკავეს

22:36 11-08-2019

ქობულეთის მერიის 4 თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაცია „TV 25“-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა, უწყებაში საჯარო მოხელეების ვინაობა არ სახელდება. აცხადებენ, რომ დამატებითი ცნობები ორშაბათს გავრცელდება.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნათია თხილაიშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მერის წარმომადგენლები, ასევე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი.