„და ჩვენ შევრიგდით“ - დღევანდელ პროტესტს სოციალურ ქსელში ხუმრობით ეხმიანებიან

22:00 11-08-2019
401

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ფილმის ხმაურიანმა პრემიერას არც სოციალურ ქსელში ჰყავდა ნაკლები მაყურებელი.

საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა ქუჩაში გამოსული ასობით მოქალაქის რეაქციას ფილმის კინოთეატრებში გაშვების გამო.

საზოგადოების ნაწილი ფილმით აღფრთოვანებულია. ნაწილი ამბობს, რომ ტრეილერის ნახვის შემდეგ სხვა მოლოდინი ჰქონდა და ფილმი სულ სხვანაირი აღმოჩნდა.

ცნობილები და რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ ფილმში გარყვნილება ვერ დაინახეს და ატეხილი აჟიოტაჟი გადაჭარბებულია. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში აიტაცეს კადრი ფილმიდან „უდიპლომო სასიძო“.

და მაინც, არავის შეეძლო ისეთი კოცნა, როგორიც საბჭოთა ლიდერს, ლეონიდ ბრეჟნევს, - წერენ სოციალურ ქსელში.