„არა, დღეს არ გაისვრიან!“ - მაკო გომური

21:51 11-08-2019
229

20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული მაკო გომური კინოთაეტრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მეგობრები ვართ ჩემთან სახლში შეკრებილები,პლიუს ჩემი დებიც აქ არიან:)))
მშობლები რიგრიგობით გვირეკავენ - სახლში ხართო, რუსთაველზე ხომ არ ხართო, ზოგიერთის დედას უბრალოდ ერიდება პირდაპირ კითხვა და გვეკითხება როგორი დღე გვქონდა და რას ვაკეთებდით, შესაბამისად იგებენ ვართ თუ არა სახლში, კიდევ ხომ არ ემუქრება მათ შვილებს თვალების დათხრა.
არა, დღეს არ გაისვრიან არაფერს.
არც აქციას დაშლიან ისე, როგორც დაშალეს.
ეს აქცია ხომ რეალურ, საღ აზრს არ ემსახურება.

ტრაკები დაუკოცნეთ ბარემ.

კორკოტ,პალატა დაჯავშნე?“, - წერს გომური.

ამ დროისთვის, აგრესიული პროტესტის მიუხედავად, კინოთეატრებში გეიფილმის პრემიერის პირველი სეანსი დასრულებულია. მალე მომდევნო სეანსი დაიწყება.