ამირანში ფილმის ჩვენება დასრულდა 

21:27 11-08-2019
228

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული გეი ფილმი კინოთეატრ ამირანში დასრულდა. 

„პრაიმტაიმს“ ფილმიდან გამოსული ერთ-ერთი მაყურებელი უყვება, რომ ძალიან მოეწონა ფილმი. 

თუმცა ამ წუთებში ამირანის მიმდებარე ტერიოტორიაზე უამრავი ადამიანია შეკრებილი და ისინი ამ დრომდე გამოთქვამენ პროტესტს. 

მშვიდობიანად დასრულდა ფილმის ეკრანიზაცია „კავეა თბილისი მოლში“. 

ამ დროისთვის კინოჩვენების პირველი სეანსი დასრულებულია თბილისის ყველა კინოთეატრში.

width=600

width=600

შეგახსენებთ, რომ ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.

ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში დღეს გაიმართა.