„ეს რა მხეცობაა?! რა სიბნელეა!!! შეწყვიტეთ!!!“ - ქეთი დოლიძე

20:50 11-08-2019
597

კინორეჟისორი ქეთი დოლიძე კინოთეატრებთან მიმდინარე აქციებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„ეს რა მხეცობაა?! რა მხეცობა?!
ვისაც რას უნდა, იმას უყუროს!
რა უფლება გაქვთ ასეთი ძალადობის?!
ეს ყველაფრის დისკრედიტაციაა, ქვეყნის, ეკლესიის, რწმენის!
დაოკდით და თქვენს ოჯახებს მიხედეთ!
რა სიბნელეა!!! შეწყვიტეთ!!!!“, - წერს დოლიძე.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება ამ დროისთვის ექვსივე კინოთეატრში მიმდინარეობს. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ „ამირანთან“ იყო. პოლიციისთვის წინააღმდეობის გაწევის ბრალდებით ორი პირია დაკავებული.