სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი - ანა სუბელიანის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ

20:28 11-08-2019

სოციალურ ქსელში ანა სუბელიანი პოსტს და ფოტოს აქვეყნებს, ის პოლიციელებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

„პრაიმტაიმი“ სუბელიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადვე არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მაგ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი.“ - წერს ანა სუბელიანი. 

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ანა სუბელიანი კინოთეატრ  „ამირანთან“ ფიზიკურ დაპირისპირებაში მოჰყვა. მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სუბელიანს ადგილზე დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია.