შსს-მ ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ პოლიციელები დაამატა - ფოტოები

20:24 11-08-2019

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“, სადაც ფილმის პრემიერა უნდა გაიმართოს 22:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელები დაამატა. ამ დროისთვის კინოთეატრთან სიმშვიდეან.

შეგახსენებთ, რომ ფილმების ჩვენება 8-9-10 ნოემბერს გაიმართება. სეანსები  19:30 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

ავტორი: ზაზა ტაკიზე