„ამირანთან“ დაპირისპირების დროს ანა სუბელიანი დაშავდა

20:06 11-08-2019
1548

კინოთეატრ „ამირანთან“, aაქტივისტები სამართალდამცველებს და მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ანა სუბალიანი. დაშავებული სუბელიანის ფოტოებს „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.width=810

პოლიციამ ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამდე მიიყვანა და ჰომოფობიურ ჯგუფებს განარიდა.

კინოთეატრ „ამირანთან“ სამართალდამცველებთან ერთად სპეცრაზმია მობილიზებული.

პოლიცია იქ შეკრებილებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებს. სამართალდამცველების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კანონის გათვალისწინებით იმოქმედებენ. 

აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე ისროლეს პიროტექნიკაც.

„თბილისი გალერეაში“ განთავსებულ კინოთეატრში, გურამ ფალავანდიშვილი მივიდა.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.

ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში დღეს იმართება.