„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ამირანში კინოჩვენება დაიწყო (ვიდეო)

19:43 11-08-2019
1875

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული გეი ფილმი ამ წუთებში კინოთეატრ ამირანში დაიწყო. 

მიუხედავად საკმაოდ დაძაბული აქციისა და ხალხის გაღიზიანებისა ჩვენება მაინც გაიმართა.  

ასევე ფილმის ჩვენება დაიწყო „თბილისის მოლის” კინოთეატრში.

ამ დროისთვის „თბილისი მოლში“ სიტუაცია სტაბილურია.

კინოთეატრ „კავეა სინემაში“ ფილმზე დასასწრებად მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე შევიდნენ. ამ ეტაპზე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. კინოთეატრში ფილმზე დასასწრებად არასრულწლოვნები არ შეუშვეს. როგორც ისინი „პრაიმტიმთან“ საუბარში ამბობენ, მათ მშობლის გარეშე სეანსზე დასწრების უფლება არ მისცეს.

სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან შეკრებილია მცირე ჯგუფი მათ შორის სასულიერო პირებიც. სასულიერო პირებმა ცოტა ხნის წინ ლოცვა აღავლინეს. თბილისი მოლთან მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები.. 

ცნობისთვის, ფილმების ჩვენება 8-9-10 ნოემბერს გაიმართება. სეანსები 19:30 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. პარალელურად, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არ დაუშვან ფილმის ჩვენება. ისინი კინოთეატრების ბლოკირებას აპირებენ.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.