თბილისის სამ კინოთეატრთან სასულიერო პირები ლოცულობენ (ვიდეო) 

19:28 11-08-2019
2289

ამ წუთებში კავეა ისთ ფოინთში სასულიერო პირები არიან შეკრებილები და ლოცვას აღავლენენ.

მათი განცხადებით, ისინი ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ.

width=600

საბურთალოს „სითი მოლში“ სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია. პოლიციელები კინოთეატრის დარბაზში არ უშვებენ უბილეთო ადამიანებს და თითოეული მოქალაქეს დეტალურად ამოწმებენ.

„სითი მოლის“ გარეთ მცირე რაოდენობის ჯგუფია შეკრებილი, რომლებიც მთავარ შესასვლელთან დგანან.

„მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია“ წერია ბანერზე, რომელიც აქციის მონაწილეებმა გამოფინეს.

ადგილზე იმყოფება 3 სასულიერო პირი, რომლებიც ლოცვას აღავლენენ.

ცნობისთვის, ფილმების ჩვენება 8-9-10 ნოემბერს გაიმართება. სეანსები 19:30 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. პარალელურად, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ არ დაუშვან ფილმის ჩვენება. ისინი კინოთეატრების ბლოკირებას აპირებენ.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.