ზუგდიდში პატრიარქის მხარადამჭერი აქცია დაიგეგმა

18:31 11-08-2019
7

9 ნოემბერს, ზუგდიდში კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს მხარდამჭერი აქცია 13:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორების ცნობით, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა-ლიტანიობა დადიანების ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება მშენებარე ტაძარის ეზოში დასრულდება. ამის შემდეგ კი მეუფე პარაკლისს აღავლენს.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. სხდომის დატოვების შემდეგ მან ილია მეორეს მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა.

 

ავტორი: თეა შონია