ქართული მარშის წევრებმა ფილარმონიასთან ლგბტ დროშა დაწვეს (ვიდეო)

18:08 11-08-2019
111

ამ წუთებში ქართული მარშის წევრები ფილარმონიასთან არიან შეკრებილები და აქცია, ამ ეტაპზე მშვიდობიანად მიმდინარეობს, თუმცა, შეძახილებით: „ძირს მამათმვლობა“ და მათ დროშა დაწვეს.

„ფილმის დაწყებამდე პროტესტი მშვიდობიან ფორმებში მიმდინარეობს, რომლის მეშვეობითაც ჩვენების ჩაშლა მოხდება, ჩვენ ამის იმედი გვაქვს. ერთ მიზანს უკვე მივაღწიეთ, რომ ამ ფილმის საზეიმო ვითარებაში ჩვენება ვერ ხდება, ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში ხდება სპეცრაზმისა და ჯარისკაცების თანხლებით. - გეგმავთ, რომ მაყურებელი არ შეუშვათ? -არა, ჩვენი გეგმა გვაქვს, რომელსაც იხილავთ“, - ამბობს სანდრო ბრეგაძე.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები ბილეთები სრულად არის გაყიდული. პრემიერა 20:00 საათზეა დაგეგმილი.

ავტორი: თამთა დადეშელი